Error message

Notice: Undefined index: href in include() (line 3 of C:\xampp\htdocs\sites\default\themes\imedi_L\templates\language_switcher.tpl.php).

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია!

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი"  პირველი ჯანდაცვის ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები წარმატებით განათავსა.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსს„ და  სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების  ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ქართულ ბაზარზე 42 სამედიცინო დაწესებულებით არის წარმოდგენილი, ხოლო „იმედი L-ი”, 6 თვის მონაცემებით  გამომუშავებული პრემიის მოცულობით სამედიცინო დაზღვევის ბაზრის 38%-ს ფლობს.

პრემიუმ ლისტინგში მოსახვედრად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის  უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა და  ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჯგუფის აქციების პირველი ვაჭრობა შედგა. 20 ნოემბერს, თბილისის დროით 12:00 სთ-ზე ჯგუფის აქციების პრემიუმ ლისტინგში განთავსებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციები მსოფლიოში ცნობილი  ჰოსპიტალური ბრენდების: NMC Health, Al Noor Hospitals, Spire Healthcare-ის გვერდით განთავსდა.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა. აქციების ვაჭრობის შედეგად მოზიდული ინვესტიცია „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ კლინიკების ქსელის შემდგომ განვითარებას მოხმარდება, რაც თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის შექმნას, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვასა და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას გულისხმობს.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ საქართველოდან უკვე მეორე კომპანიაა, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსდა.

ეს არის წარმატებული, სტაბილური და მომავალზე ორიენტირებული ბიზნესის კიდევ ერთი ქართული მაგალითი, რომელიც ქვეყნისადმი უცხოელ ინვესტორთა ნდობას და საქართველოს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან წინაპირობას ქმნის.

fb