ვაკანსიები
გახდი იმედი L-ის გუნდის წევრი!

რეგისტრატორი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათი 10:00-14:00
სამუშაო ადგილმდებარეობა: იმედიL-ის პროვაიდერი კლინიკა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პერსონალური ექიმის რიგის მართვა (გადანაწილება-გადამისამართება);
  • მომხმარებლის  სადაზღვევო ინფორმაციის გადამოწმება, სადაზღვევო ბარათის ვალიდურობის დადგენა;
  • მომხმარებლისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება, ექიმების მუშაობის განრიგისა და ანგარიშწორების შესახებ;

განათლება და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით (ჯანდაცვის, ფარმაციის ან სტომატოლოგიის მიმართულებით)
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
     

აუცილებელი უნარები ორივე პოზიციისათვის:

  • აქტიური მოსმენის უნარი;
  • გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
  • კეთილგანწყობილი და თავაზიანი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: რეგისტრატორი
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა:  2017 წლის 30 სექტემბერი

პერსონალის შერჩევის ოფიცერი

ძირითადი მოვალეობები:

 

  • შერჩევის პროცესის მართვა: ვაკანსიის გამოცხადება, მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
  • რეზიუმეების ან ტესტირების გზით გადარჩეულ კანდიდატებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება;
  • შერჩეული კანდიდატების გასაუბრების უზრუნველყოფა მენეჯერებთან;
  • შერჩეული აპლიკანტების (Short List) სქრინინგის ორგანიზება პროცედურის შესაბამისად;
  • აპლიკანტების მოძიების მიზნით სხვადასხვა არხების განვითარება (უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა, Job Fair მონაწილეობის მიღება, სოციალური ქსელების გამოყენება და სხვა);
  • რეზიუმეების ბაზების ადმინისტრირება - რეპორტინგი და ანალიტიკა;
  • აპლიკანტთა აღრიცხვა წინასწარ შემუშავებულ ბაზაში/პროგრამაში პროცედურის შესაბამისად;
  • ინტერვუების, ტესტირების შედეგების აღრიცხვა ბაზაში/პროგრამაში პროცედურის შესაბამისად;
  • ვაკანსიის მენეჯერისაგან საგამოცდო პერიოდის გავლის შემდეგ თანამშრომლის შესახებ უკუკავშირის მიღება;
  • პოტენციური აპლიკანტების მოძიება, რომლებიც შეიძლება მოაზრებულ იქნან კომპანიისათვის სამომავლოდ საჭირო პოზიციებზე;
  • თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების შექმნა საჭიროების შემთხევაში კორექტირება;
  • თანამშრომელთათვის შიდა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

  • მაღლესი განათლება ზოგადი მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • აუცილებელია პერსონალის მართვის სფეროში, შერჩევის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება;
  • MS Office, Outlook პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ორგანიზებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ინიციატივიანი;


 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge   სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „პერსონალის შერჩევის ოფიცერი“

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:30 სექტემბერი 2017წ.


სადაზღვევო კომპანია იმედიL”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სტაჟირების პროგრამა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში

სტაჟირების პროგრამა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში პერსონალის ადმინისტრირების მიმართულებით

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას N 9
სამუშაო საათები: იმედი L გთავაზობთ სტაჟირება მოქნილი სამუშაო გრაფიკით.

სტაჟირების პროგრამის ხანგრძივობა:  3-6 თვე

სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სტაჟირების გავლის დამადასტურებელ  სერთიფიქატს.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან არასრული განათლება ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულებით;
  • სავალდებულოა MS Office: MS OFFICE : Excel; word,  Powerpoint პროგრამების ცოდნა.
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ინიციატივიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომელთა შვებულების მოთხოვნის ფორმების ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა საგამოცდო ვადის შეფასების ფორმების ადმინისტრირება;

 

კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ტესტირებას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge   სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: “HR Intern”

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  30 სექტებერი 2017 წ.


სადაზღვევო კომპანია იმედიL”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო ზარალების მომსახურების კონსულტანტი ქალაქ ქუთაისში

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (13:00-14:00)

მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება ან სტაჟირება სამედიცინო მომსახურების სფეროში;
  • MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel პროგრამა);
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  •  დაზღვეულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ფორმა 100, სალაროს შემოსავლის ორდერი, ჩეკი და სხვა) შემოწმება;
  • გარკვეული ლიმიტის ფარგლებში (ხელშეკრულებით გათვალისწინებული) ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
  • სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების დასტურის/უარყოფის პროგრამაში ასახვა;
  • მიღებული დოკუმენტაციის დაარქივება;
  • დაზღვეულის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით;

აუცილებელი უნარები

  • თავაზიანი;
  • მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • აქტიური, ენერგიული;
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • დაკვირვებული;
  • გუნდური;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge   სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „სამედიცინო ზარალების ანაზღაურების კონსულტანტი ქუთაისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი 2017 წ.



სადაზღვევო კომპანია იმედიL”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

პირველადი ჯანდაცვის მართვის განყოფილების ოფიცერი

სამუშაო ადგილი: თბილისი იმედი L –ის პროვაიდერი კლინიკა

სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 17:00-24:00

ძირითადი მოვალეობები:

  • პერსონალური ექიმების ბინაზე გამოძახების უზრუნველყოფა, რეესტრში აღრიცხვა.
  • ბინაზე გასული ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტური საგარანტიოების პროგრამული აღრიცხვა.
  • ექიმების მომარაგება სახარჯი და სამედიცინო მასალებით;
  • შემოსული ზარების აღრიცვა;
  • ოჯახის ექიმების მიერ გაცემული მიმართვების დაკორექტირება და დაზღვეულისთვის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში ექიმებისთვის პროგრამული დაჯავშნის სისტემაზე მუშაობა;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი  სამედიცინო  განათლება;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ კლინიკაში  ადმინისტრაციულ პოზიციზე მუშაობის გამოცდილება;
  • Windows პროგრამების კარგად ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • თავაზიანი, სერვისზე ორიენტირებული;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
     

დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge .  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – GP officer

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  30 სექტემბერი  2017 წელი

 

სადაზღვევო კომპანია იმედიL”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

პროვაიდერ კლინიკებთან ურთიერთობის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  • პროვაიდერი კლინიკების შერჩევა ფასის, ხარჯთეფექტურობის, მომსახურების ხარისხის, და  სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით
  • კონტარქტის პირობების ან ცვლილებების შემთხვევაში მოლაპარაკების წარმოება კლინიკის წარმომადგენლებთან.
  • პროვაიდერი კლინიკების მიერ შემოთავაზებული მომსახურების ფასების, ხარისხის/ხარჯთეფექტურობის ანალიზი;
  • ადმინისტრაციული საკითხების შეთანხმება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, ოჯახის ექიმების განთავსება, სამედიცინო ინვენტარის მოთხოვნა და მომარაგების უზრუნველყოფა
  • სამედიცინო დაწესებულების მხრიდან იდენტიფიცირებული პრობლემის აღმოფხვრის  ორგანიზება სხვადასხვა სამსახურთან კოორდინაციიით.
  • მომსახურების გაუმჯობესების და ქსელის გაფართოების მიზნით, საჭიეროების შემთხვევაში, ტენდერების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულებების ბაზის კონტროლი, ვადების  გადამოწმება და ვადაგასული ხელშეკრულების აღმოჩენის შემთხვევაში პროვაიდერთა ქსელის მართვის განყოფილების თანამშრომლების ინფორმირება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო /ბიზნეს ადმინისტრირების განათლება;
  • სავალდებულოა სამედიცინო დაწესებულებაში/სადაზღვევო კომპანიაში   მუშაობის გამოცდილება; 
  • Windows პროგრამების კარგად ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • ანალიტიკური აზროვნება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • რისკის გაანალიზების უნარი
  • მათემატიკური აზროვნების და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
  • მიზნის დასახვა და დაგეგმვა
  • დროის მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირება
  • ინიციატივიანი



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: პროვაიდერ კლინიკებთან ურთიერთობის მენეჯერი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი 2017 წელი

სადაზღვევო კომპანია იმედიL”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის სპეციალისტი

აუცილებელი მოთხოვნები

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • Windows Server 2008/2012 ადმინისტრირება
  • Active Directory, DHCP, DNS, NLB ,IIS , Exchange Server, Terminal Server, Fileserver მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
  • DHCP, HTTP, SMTP,FTP, SSH პროტოკოლების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ვირტუალურ სერვერებთან მუშაობის გამოცდილება, VMware -ის მიმართულებით.
  • სერვერული ინფრასტრუქტურის არქიტექტურული ცოდნა
  • ქსელურ დივაისებთან (Cisco) მუშაობის გამოცდილება
  • VOIP მიმართულებით გარკვეული ცოდნა (Cisco-CUCM,CCX)

პიროვნული უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა
  • სწრაფად სწავლის უნარი
  • სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის კომუნიკაციისა და კომპიუტერული ქსელების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
  • ფიზიკური და ვირტუალური სერვერების ინსტალაცია, ადმინისტრირება.
  • ფიზიკური და ვირტუალური სერვერების მუშაობის მონიტორინგი, სისტემების და მონაცემების დარეზერვება.
  • Windows-ის სისტემებზე არსებული ქსელური გადაწყვეტები (TCP/IP, DNS, DHCP და ა.შ) 
  • Windows-ის სისტემებზე არსებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები (IIS, Exchange, fileserver, Terminal Server  და ა.შ) 
  • სერვერებზე ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სერვერების პროფილაქტიკა, დიაგნოზტიკა, ტექნიკური პრობლემების მოგვარება;

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge    2017  წლის 30 სექტემბერი  ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: " IT Infrastructure Specialist

სკუტერით მოსიარულე კურიერი

სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული გასაგზავნი კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანა;
  • საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის, კურიერის ან მძღოლის პოზიციაზე;
  • საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
  • სასურველია მოპედის მართვის გამოცდილება;
  • ქალაქ თბილისის ქუჩების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, მოტივირებული და ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “კურიერი“

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი 2017 წელი

სადაზღვევო კომპანია “იმედიL”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მითერი

სადაზღვევო კომპანია  იმედი L აცხადებს ვაკანსიას მითერის თანამდებობაზე  

სამუშაო ადგილი: დავით ტატიშვილის კლინიკა 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00

შაბათი 10:00 - 14:00

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელის დახვედრა და სწორი გადამისამართება.
  • კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და  დაკვალიანება.
  • საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება.
  • სამუშაო ადგილის მარკეტინგული და სხვა სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა.
  • რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარებ.

 

განათლება და გამოცდილება:

  • უმაღლესი ან არასრული განათლება .
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში.
  • MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel პროგრამა).
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
     


აუცილებელი უნარები

  • აქტიური მოსმენის უნარი;
  • გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

 



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge 

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: Meeter

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა:  2017  წლის  30 სექტემბერი

სადაზღვევო კომპანია იმედიL”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.