საიტის ძველ ვერსიაზე გადასვლა

ჩემი პორტალი შეიძინე ონლაინ

აპლიკაცია EKIMO ჯანმრთელობაზე ზრუნვის ციფრული პლატფორმაა და აერთიანებს: მომხმარებლებს, ექიმებს, კლინიკებს, აფთიაქებსა და სადაზღვევო კომპანიებს. აპლიკაცია ეხმარება ადამიანებს, მარტივად მიიღონ სამედიცინო სერვისებზე წვდომა.


EKIMO დაზღვევის სერვისების მიღებას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის:




  • დაგეგმეთ ფიზიკური ან სატელეფონო კონსულტაცია პერსონალურ ექიმთან
  • მიიღეთ ციფრული მიმართვები ექიმ-სპეციალისტთან
  • ისარგებლეთ სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანაგადახდით.


გარდა ამისა, EKIMO-ში:

  • ექიმთან ვიზიტის შემდეგ, დიაგნოზთან ერთად, ელექტრონულად მიიღებთ: დანიშნულ მედიკამენტებს, კვლევებსა და რეკომენდაციებს.
  • შესაძლებლობა გაქვთ, წინასწარ გადაიხადოთ თანხა ბარათით და გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რიგში დგომის გარეშე
  • შეგიძლიათ, ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით და შეიძინოთ სასურველი სააფთიაქო პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად